ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. საქმეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განიხილავს. სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ კვლავ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენოს, თუმცა როგორც დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, დაცვის მხარეს მყარი არგუმენტები ექნება საიმისოდ, რომ მოსამართლემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

იტვირთბა....