თბილისში, ჯიქიას ქუჩის №9-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლიდან თავად გადმოხტა. თუმცა ამ დროისთვის რა გახდა მამაკაცის კორპუსიდან გადმოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.