ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთაგან გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გამოცდა უცხოურ ენაში დასრულდა და გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ: ადეიშვილი ირაკლი, ალანია თამარი, ალექსიძე თამარი, ბაქაქური ნინო, ბაჩიაშვილი იოსები, ბოხაშვილი ბესარიონი, გაბისონია თამარი, გელაძე ნატალია, გეწაძე შოთა, დობორჯგინიძე ვერა, დონდოლაძე ირაკლი, ვარძელაშვილი კონსტანტინე, კვირიკაშვილი მაია, კემულარია რუსუდანი, კორკელია კონსტანტინე, ლეგაშვილი ნიკოლოზი, მესხიშვილი ქეთევანი, მესხორაძე ლევანი, პაპუაშვილი გიორგი, სვანიძე ერიკი, ჭანტურია ლადო, ჯანდიერი დავითი, ჯაფარიძე სოფიო, ხითარიშვილი ლუიზა.

კანდიდატებს უფლება ჰქონდათ ევროსაბჭოს ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური, ფრანგული) აერჩიათ ერთ-ერთი და ჩაებარებინათ გამოცდა. ინგლისურ ენაში კანდიდატებისთვის ტესტირება − ბრიტანეთის საბჭომ, ხოლო ფრანგულ ენაში საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსის ფარგლებში საბუთების მიღება 2017 წლის 21 თებერვალს გამოცხადდა და 13 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდა 68 კანდიდატი. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, უცხოური ენის გამოცდაზე 25 კანდიდატი მიიწვია. საბოლოოდ, კომისია ხუთ კანდიდატურას შეარჩევს, ხოლო მათგან სამ კანდიდატურას მთავრობა დაასახელებს.

გასაუბრების ეტაპი 24 კანდიდატთან თვის ბოლომდე ჩატარდება.

იტვირთბა....