https://www.youtube.com/watch?v=93IQT0KW3ac
შს სამინისტროს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საქმეზე ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეო-მასალა გაასაჯაროეს და აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება განზრახ ფერხდება.
ხვედელიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ უკვე შეძლეს, როგორც ავტომობილის სანომრე ნიშნის იდენტიფიცირება ასევე, სავარაუდო თავდამსხმელების ვინაობის დადგენაც.
3 აპრილს თბილისის ცენტრში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ და სცემეს. მას ბლაგვი საგნით დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ყოფილ მაღალჩინოსანს ყბა-სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა.
მომხადარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე შურისძიებაზე საუბრობს.