ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიმიტრი ლორთქიფანიძე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა. ლორთქიფანიძე კობახიძეს კონსტიტუციის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს.მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ 13 კვალიფიციური სუბიექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ჯერ შეიყვანა, შემდეგ კი კომისიის შემადგენლობიდან ამორიცხა.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნულ ქმედებაზე სასამართლომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

იტვირთბა....