ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში სხვა პირით ჩანაცვლდეს

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში ” სხვა პირით ჩანაცვლდეს”.

ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კითხვაზე, საქართველოს მხრიდან დგას თუ არა ასეთი მოთხოვნა დღის წესრიგში, მიხეილ გიორგაძე პასუხობს, რომ რა თქმა უნდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი დიპლომატი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი, გუშინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. “ნაციონალური მოძრაობა” ამ ფაქტის გამო მის გათავისუფლებას მოითხოვს.

 

იტვირთბა....