ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სვანეთის სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა.

2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება; დასაშვებ საქმიანობად განისაზღვრება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო ქსელებისა და იმგვარი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს. პროექტის ავტორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა, მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარადგინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოფელ ჩაჟაშის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებასა და დაცვას ისახავს მიზნად.

ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურს აცხოვრებელს და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი.

იტვირთბა....