სამტრედიის გზაზე ავტოკატასტროფა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
შს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.