ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გამოკითხვის წინ განუცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვას თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ.
“ინციდენტი იყო წამიერი, შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ეს თავდ თორდიას ჰკითხეთ”,-განაცხადა ფარცხალაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმაში ადანაშაულებს. ფარცხალაძე მზად არის გამომძიებლების ყველა შეკითხვას უპასუხოს.