ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოჭში შემდგარი ე.წ. შეთანხმება არალეგიტიმურია

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მოსკოვსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს, ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, არალეგიტიმურად განვიხილავთ. სახელმწიფო მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 18 მაისს, სოჭში, შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ შეთანხმებებს და ასეთ ქმედებებს განვიხილავთ, როგორც არალეგიტიმურს. არა მხოლოდ საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც აქ არის აბსოლუტურად ცალსახა. თვითონ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია აფხაზური საზოგადოებისთვის და ეს ასევე ცნობილი ფაქტია”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იტვირთბა....