საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა, სადაც მსვლელობით მისულ მრევლს შეხვდა. სამების ტაძრისკენ ამ წუთებში აქციის მონაწილეები მიემართებიან, რომლებსაც უწმინდესი დალოცავს. ილია მეორე ასევე დალოცავს და დააჯილდოვებს მრავალშვილიან ოჯახებს.
შეგახსენებთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად თბილისში აქცია მსვლელობა იმართება. აქციის მონაწიელები ვარდების მოედნიდან დაიძრნენ, რუსთაველის გამზირის და ბარათაშვილის ქუჩის გავლით მსვლელობას სამების საპატრიარქო ტაძარში დაასრულებენ.