ჯანდაცვა

საზაფხულო მარტივი დიეტა: ცნობილი დიეტოლოგის დიუკანის რეცეპტი დაიხვეწა

ოფიციალურად, დიუკანის მეთოდი 2000 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ის საკუთარ თავზე მრავალმა ქალმა და მამაკაცმა გამოსცადა. ინტერნეტში უამრავი გამოხმაურების ნახვა შეიძლება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ზედმეტი კილოგრამები მოიცილეს მისი მეშვეობით. შემდგომში ცნობილი დიეტოლოგის რჩევები დაიხვეწა. პიერ დიუკანი მზადაა , გაგვიმხილოს თავისი აღმოჩენა, როგორ შეიძლება ზაფხულის სეზონისთვის გახდომა.

ბოლო მიგნებას დიუკანი ”კვების კიბეს”უწოდებს, ან “ლაით” მეთოდს. იმისათვის, რომ ბევრი დაიკლოთ, საჭიროა ფსიქოლოგიურად მზად იყოთ ამისთვის. გადაწყვეტილების მიღება და მოტივაცია-ეს მთავარია.

“ლაით” მეთოდი განკუთვნილია მათთვის, ვისაც გახდომა ისე უნდა, თავისთვის და არა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ის ასე გამოიყურება:

ორშაბათი “შეტევით” იწყება. საჭიროა მხოლოდ ცილოვანი პროდუქტებით კვება.

სამშაბათს-ცილები,  ბოსტნეული

ოთხშაბათი- ცილები, ბოსტნეული,ხილი

ხუთშაბათს ცილებს, ხილს და ბოსტნეულს ემატება მსხვილად დაფქვილი ხორბლით გამომცხვარი პური.

პარასკევს ცილებს, ხილს, ბოსტნეულს და მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან გამომცხვარ პურს ყველის ნაჭერი დაუმატეთ.

შაბათს -ცილები, ხილი, ბოსტნეული, პური, ყველი, მაკარონის , კარტოფილის და მარცვლოვანის პორცია.

კვირას მიირთვით იგივე, რაც შაბათს, პლიუს ერთხელ- სადღესასწაულო კვება. ანუ მიირთვით რაც გნებავთ.

პიერმა ამ მეთოდს კიბე დაარქვა, რადგან კვირის დღეებში მოძრაობ ისე, როგორც კიბეზე. ორშაბათიდან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ.

პირველ კვირაში დაახლოებით 1300 გრამს იკლებთ.

მეორეში-1200

მესამეში-1 კგ.

მეოთხეში 800 გრამს. პარასკევს და შემდეგ  დღეებში 700-700 გრამს.

“ლაით” მეთოდი ერთდღიანი “შეტევით” მათთვისაა, ვისაც 6-8 კგ-ს დაკლება სურს.

როგორ უნდა დაიკლოთ უფრო სწრაფად? ყველაფერი არსებულ წონაზეა დამოკიდებული. თუ ვთქვათ, 10 კგ-მდე დაკლება გსურთ, პირველი ფაზა-“შეტევა” 4 დღე უნდა გაგრძელდეს. თუ 15 კგ გაქვთ დასაკლები, 5 “შეტევის” დღე დაგჭირდებათ. 1 კვირა -ეს მაქსიმუმია.

პიერ დიუკანის რჩევები ბევრ ადამიანს დაეხმარა მიზნის მიღწევაში . მისი ახალი მეთოდიკა დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში ზაფხულისთვის. არ დაგავიწყდეთ, ცხოვრების აქტიური წესი და სითხის მიღება.

www.postalioni.com

იტვირთბა....