რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ მიმდინარეობს. სპექტაკლში სულ 18 მსჯავრდებული მონაწილეობს, მონაწილეებს შორის რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
„12 განრისხებული მამაკაცის“ ადაპტირებული სცენარი რეჟისურა და მუსიკა თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. მამაკაც მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალური დასი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით კი, მთლიანი დასი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის გადაწყვეტილებით N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადავიდა.
წარმოდგენას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.