სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთი კვირის განმავლობაში 34 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 4 ბიზნესოპერატორს კი საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერა. ამის შესახებ სეს-ის გასული კვირის სახელმწიფო კონტროლის შედეგებშია ნათქვამი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სააგენტომ გასულ კვირას (8-14 მაისი) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.
გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი და საქმიანობა 4 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის“, – აცხადებენ სააგენტოში.