წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ჯარიმით, ან შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. “სისხლის სამართლის კოდექსში” შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა.
ცვლილებებით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების დისპოზიციის დაზუსტება ხდება. კერძოდ, პროექტით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ისჯება. აღნიშნული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.