ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი: მოქალაქეები ვერ იქნებიან დაცულები, როდესაც მაღალი თანამდებობის პირზე ხორციელდება თავდასხმა

„პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაეფექტური გამოძიება საფრთხეს შეუქმნის, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ დაცულობის განცდა.

”პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე საფრთხე შეექმნება, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნებათ დაცულობის განცდა, მაშინ როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე ხორციელდება ფიზიკური ანგარიშსწორება. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ინციდენტიდან 4 დღის თავზე საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კითხვებზე პასუხი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

იტვირთბა....