ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსახლეობასთან 20 შეხვედრა კიდევ გაიმართება

საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით,  საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე რაუნდის 20 შეხვედრა კიდევ გაიმართება. მათ შორის, 10 რეგიონებში და 10 თბილისში. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა შემდეგ ქალაქებში გაიმართება: 18 მაისი – ზესტაფონი, 19 მაისი – სამტრედია, 22 მაისი – სიღნაღი, ხულო, 23 მაისი – მარნეული, ოზურგეთი, 24 მაისი – ახალქალაქი, ფოთი, 25 მაისი – ყაზბეგი, მესტია, 29-30 მაისი – თბილისი.

„გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მნიშნველოვანია საზოგადოებისთვის, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ, ჯერჯერობით განცხადებებს არ ვაკეთებთ, რომელი ნორმა როგორ შეიძლება შეიცვალოს, იქიდან გამომდინარე, რომ განხილვა გრძელდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 მაისს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე რაუნდი თბილისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ფილარმონიაში განაცადა, პროცესი  „აუდუტორია 115“-ის წევრების პროტესტის გამო ჩაიშალა.

იტვირთბა....