სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას გამოკითხვა დასრულდა. გამომძიებლებმა თორდია მისსავე სახლში გამოკითხეს. გამომძიებლები თორდიას სახლში 11:00 საათისთვის გამოცხადდნენ. დაკითხვიდან გამოსული პროკურორები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.