პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, მომხდარი ინციდენტის უკან გარკვეული ჯგუფები დგანან.
“ვერიდები ამაზე განცხადების გაკეთებას. იყო ორი ჯგუფი. მომავალში, უსაფრთხოება და წესრიგი იქნება უზრუნველყოფილი”, – განცადა კობახიძემ. მისი თქმით, რომ ჰქონოდა კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ ინცინდენტის მონაწილეები, ის განცხადება, რაც გუშინ გააკეთა, არ გააკეთებდა.
შეგახსენებთ, გუშინ ფილარმონიაში კონსტიტუციის ახალი პროექტის განსახილველად მისულ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს გამოსვლებით შეხვდნენ, რის გამოც შეხვედრა არ შედგა და კონსტიტუციის განხილვის პროცესი გადაიდო.