aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოტანიკური ბაღის ექს-შეფი მერიის ჩინოსნებს კორუფციის გეგმის შედგენაში ადანაშუალებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვის უნდოდა თანხების მითვისება და ინ დაიბარა ნინო გოცაძე მერიაში?

 

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, ნინო გოცაძე მერიის ჩინოვნიკებს ზეწოლაში და თანამდებობიდან მისი მოტყუებით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ ხელი არ შეუწყო მერიის ზოგიერთი მოხელის დენდროლოგიური პარკის პროექტთან დაკავშირებულ კორუფციულ გეგმას, ამიტომაც თავიდან მოტყუებით მოიშორეს. ნინო გოცაძემ იმ ჩინოვნიკების ვინაობაც დაასახელა, ვინც დაახლოებით რვა თვის წინ მას პირადად სთხოვა თანამდებობის დატოვება.

„ბოტანიკურმა ბაღმა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის კონკურსი მოიგო. იმ დროისთვის პროექტი ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობდა. მათ იქ ძალიან ცუდი გზებით უნდოდათ დიდი თანხების მითვისება, რაზეც მე ხელი არ მოვუწერე. მაშინ პირდაპირ დამიბარეს მერიაში და მომთხოვეს,რომ განცხადება დამეწერა და ჩემი ნებით წავსულიყავი თანამდებობიდან“. – ამბობს ნინო გოცაძე. კითხვაზე, თუ ვის უნდოდა თანხების მითვისება და კონკრეტულად ვინ დაიბარა ის მერიაში, ნინო გოცაძე პასუხობს რომ ეს ადამიანები ეკოლოგიის სამსახურის მაშინდელი უფროსი ბიძინა გიორგობიანი და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი იყვნენ.

„ბოტანიკური ბაღი განადგურების საფრთხის წინაშე დგას. დაგეგმილია, რომ ის სამეცნიერო მიმართულება, რაც ბოტანიკურ ბაღშია შემორჩენილი, მაქსიმალურად დაკნინდეს, განადგურდეს და ბოტანიკური ჩვეულებრივ სასეირნო პარკად გადაიქცეს. ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი ფაქტი არსებობს: დაახლოებით ექვსი თვის წინ ბატონი ნუგზარ კახნიაური ბრძანდებოდა ბაღში. მე მას ველოდებოდი, რადგან მოსვლა წინასწარ შემითანხმა. თუმცა, საღამომდე არ გამოჩნდა. შემდეგ, როგორც გავარკვიე, ის ტერიტორიაზე /ბოტანიკური ბაღის/ დასეირნობდა თავის თანმხლებ პირებთან ერთად. საღამოს კაბინეტში დავიბარე და ვკითხე, ჩემთან შეთანხმების გარეშე რას ნახულობდა ისეთს, რასაც მე ვერ ვანახებდი. მან მიპასუხა რომ ეს ძალიან კარგი ადგილია, სადაც ბიზნესის კეთება შეიძლება და მე თქვენ გასწავლით ბიზნესის კეთებასო – ზუსტად ამ სიტყვებით მომმართა. ჩემს კონტრშეკითხვაზე, თუ რატომ უნდა ვაკეთოთ ბოტანიკურ ბაღში ბიზნესი, როდესაც ქალაქში უამრავი ადგილია აუცილებლად მოსაწყობი – თუნდაც ნებისმიერი სასეირნო პარკი, რომელსაც შეიძლება მეტი ტურისტული ფუნქცია ჰქონდეს და მეტად იყოს მოწერიგებული. ამაზე კახნიაურმა ასეთი უვიცობა მომახსენა – მოგეხსენებათ, ბაღის ტერიტორიაზე არსებობს ვიზიტორებისგან ღობეებით დაცული საკოლექციო ნაკვეთები, რასაც წითელი წიგნის და წითელი ნუსხის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები ინახება. სწორედ ამაზე მომახსენა კახნიაურმა – ვის რაში სჭირდება თქვენი ბალახ-ბულახი, რად გვინდა ჩვენ ეს მცენარეები, თუ ღობეები არ გავხსენით და თუ ნებისმიერ მომსვლელს იმის სასუალება არ ექნა, რომ იმ ნაკვეთზე შევიდეს, ჰამაკში წამოწვეს, ის ყვავილი მოწყვიტოსო და მისი მშვენიერებით დატკბესო. აქ ჰამაკები უნდა გავაბათ, გავუშვათ შვლის ნუკრები, ხოხბები და ფარშევანგებიო – მე მას ისიც კი ვერ გავაგებინე, რომ ბოტანიკური ბაღი ზოოლოგიური პარკი არ არის“ – ამბობს ნინო გოცაძე.

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირეტორი აცხადებს, რომ  ამჟამად დენდროლოგიური პარკის, ბოტანიკური ბაღის და ვერეს ხეობის ერთ სტრუქტურად გაერთიანება იგეგმება. პროექტის მიხედვით, აქ მსხვილი ტურისტული კომპლექსი უნდა განვითარდეს, რაც ბოტანიკურ ბაღს დანიშნულებას დაუკარგავს და მას ჩვეულებრივ სასეირნო პარკად აქცევს.

ამ საკითხზე „მეტრონომი“ მერიასაც დაუკავშირდა, თუმცა მერიის პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. შესაბამისად, მერიის პოზიციას ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....