aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

7 დღის წინ თურქეთში სამუშაოდ წასულ საქართველოს მოქალაქეს ამ დრომდე ვერ პოულობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

7 დღის წინ თურქეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე უგზოუკვლოდაა დაკარგული. 35 წლის პაატა მძევიაშვილი ნათესავებთან ერთად თურქეთში სამუშაოდ 14 ივლისს წავიდა, თუმცა, უკან დაბრუნება მალევე გადაწყვიტა.

ოჯახის ინფორმაციით, იქ მყოფმა ქართველებმა მძევიაშვილი სარფის მიმართულებით გამოაცილეს, რის შემდეგაც, მისი კვალი იკარგება. ოჯახმა დახმარებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პოლიციასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

სამართალდამცველებმა ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ მძევიაშვილს საქართველოს საზღვარი ამ დრომდე არ აქვს გადმოკვეთილი. ოჯახი ვარაუდობს, რომ ის თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან არის გაუჩინარებული.

იტვირთბა....