aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

6 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი: შუახევში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შუახევში, სოფელ შუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანაქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შედეგად, 6 მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია”იტყობინება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველ ეტაპზე დაზარალებულები შუახევის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით კი  ორი მათგანი,  ბათუმში სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

მედიკოსების განცხადებით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული სხვა პირები, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გაწერეს.

შსს მომხდარ ფაქტს სწავლობს.

იტვირთბა....