დღეს 16:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა”, “ლეიბორისტული პარტია”, “ახალი საქართველო”, “სახელმწიფო ხალხისთვისა” და “ეროვნულ-დემოკრატიული” მოძრაობა” ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას გამართავენ.
აქციის ლიდერი “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი იქნება.
ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზოგადად, შვილმკდარი მშობლების მხარდასაჭერი აქცია #ნუმომკლავ პარლამენტის წინ იმართებოდა. 3 ივნისს კი ტრიბუნაზე პოლიტიკური პარტიები გამოჩნდნენ და 10 ივნისს აქცია დააანონსეს.