ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

100-ლარიანი ახალი ბანკნოტები უკვე მიმოქცევაშია

 

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებითა და დამცავი მექანიზმებით, რომლებიც იცავს დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისაგან.

იტვირთბა....