გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა ავტობუსს, რომლითაც სამართალდამცველებს გზა აქვთ გადაკეტილი, ქვები დაუშინეს და მინა ჩაუმსხვრიეს.
სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ, მათ აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, თუმცა ოპოზიცია შეთავაზებას არ დათანხმდა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს.