aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაში: “სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება სავარაუდოდ, 2018-2019 წლის მეორე სემესტრიდან, ან მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მისი განცხადებით, არარეალისტური იქნება საუბარი იმაზე, რომ რელიგიის ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო ახალი სასწავლი წლის დაწყებისთვის იქნება შემუშავებული.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საბჭოს წევრებთან ერთად. მე ვფიქრობ, სექტემბრისთვის არარეალისტური იქნება იმაზე ფიქრი, რომ ახალი სახელმძღვანელო იქნას შემუშავებული, თუმცა ალბათ, მომდევნო სასწავლო წლისთვის როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე სხვა კონფესიების ლიდერთა ჩართულობით ჩვენ გვექნება ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც არა ინდოქტრინაციაზე იქნება ორიენტირებული, არამედ ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს. ეს იქნება ისტორიის სწავლება, თეოლოგიის ძირითადი პრინციპები, რათა ის შეცდომები, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო, აღარ მოხდეს. რელიგიის სახელით წარმოშობილი კონფლიქტები არის მიუღებელი და ჯანსაღად უნდა ხდებოდეს სიტუაციის შეფასება.

ხშირად გვეკითხებიან, თუ ვინ ასწავლის რელიგიის ისტორიას. მე ვფიქრობ, ამ საგნის სწავლება ჰუმანიტარული დისციპლინის პედაგოგებმა უნდა იტვირთონ, რომლებიც გაივლიან სასწავლო კურსს ახლად შემუშავებული სახელმძღვანელოს შესწავლის მიზნით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

იტვირთბა....