aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბაგა-ბაღების საკითხზე თინა ხიდაშელი პრემიერს აკრიტიკებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც ბაგა-ბაღებს ეხება. კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ.

ამასთან დაკაშირებით ხიდაშელი განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს:

პრობლემა მატრივად გვარდება მეეტი დაფინანსებით ბიუჯეტიდან! სწორი საბიუჯეტო პრიორიტეტები!
სახელმწიფოს ფიქრი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე!
მეტი სივრცე და რესურსი ბავშვებისთვის და ნაკლები ბიუროკრატია!

დიდი მადლობა რომ გახსოვთ ამ თემაზე ჩემი ჯერ საკრებულოში, უგულავას წინააღმდეგ ბრძოლა და შემდეგ პარლამეტში საკანონმდებლო ინიაციატივა. რომელიც მაშინდელ უმრავლესობაშიც არ იყო პოპულარული მაგრამ მაინც გავიტანეთ და ბაგა-ბაღები გახდა სრულიად უფასო.
რაც შეეხება ბატონი კვირიკაშვილის ინიციატივას.

მის მიერ ჩამოყალიბებული აზრი: მოთხოვნა დიდია, ვერ ავუდივართ ფინანსურ ვალდებულებას ამიტომ ფასიანი უნდა გავხადოთ სრულიად დაუსაბუთებელი, ულოგიკო და არასწორია, შემდეგი მიზეზებით:

1 – არაფერი რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტი ფულს იხდის არ არის მოქალაქისთვის უფასო. ბიუჯეტი ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით დგება. შესაბამისად, კითხვა მხოლოდ იმაშია ორჯერ გადავუხადოთ სახელმწიფოს ფული თუ ერთხელ.

2 – ქვეყანაში კონსტიტუციით განათლება ყველასთვის ხელმსაწვდომი უნდა იყოს და შესაბამისად ეს ნიშნავს მისი ბიუჯეტიდან დაფინანსების ვალდებულებას. კანონმდებლობით საბავშვო ბაღი ამ სისტემის შემადგენელი რგოლია და მისი ბოლო ეტაპი კი სავალდებულო სკოლისთვის მოსამზადებლად. შესაბამისად, ის ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს.

3 – როდესაც პრემიერი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მზარდი ბიუჯეტით და ეკონომიკით ამაყობენ ელემენტარულია რომ ბიუჯეტის რიცხვები კი არ უნდა იყოს საამაყო არამედ ის მომსახურება და სასარგებლო საქმე რომელიც ამ რიცხვების უკან დგას.

4 – განათლება და განათლებული ადამიანი რომ ოცნების პიორიტეტი არ არის ეს გავიგეთ, არ არის საიდუმლო. წელიწადზე მეტი განათლების მინისტრი გვყავდა რომელიც ზღაპრის გმირებს ებრძოდა და ვერც ერთი მნიშვნელოვანი ძვრის განხორციელება ვერ გაბედა სისტემაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დანარჩენიც ასე უნდა ვფიქრობდეთ.

5 – საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა, ანუ ყველასთვის გარანტირებული, გარდა მისი პირველადი ფუნქციისა უმნიშვნელოვანესი დასაქმების პროგრამაა, ვინაიდან დედებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს; ასევე უზარმაზარი სოციალური მნიშვნელობის პროგრამაა ქალის და მამაკაცისთვის თანაბარი და უკეთესი შესაძლებლობების, სრულფასოვანი რეალიზების, არჩევანის თავისუფლების გზაზე;

6 – სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა ბატონი კვირიკაშვილი თუ დაინტერესდა რამდენია ეს “რომ ვერ ავუდივართ” ფინანსური ვალდებულება და მაგალითად დიდი ქალაქის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს როგორ დგება პიორიტეტები, რომ მაგალითად საბავშვო ბაღებში 4 წლის ბაშვების კვებას უნდა მოვაკლოთ თანხები, და მაგალითად საკრებულოში ერთ პარტია ქ.ოცნებას რომ რამდენიმე ფრაქცია ქონდეს, შესაბასიმი თანამდებობის პირების ხელფასებით, მანქანებით, საწვავით, პრემიით, ხელშეკრულებით დაქირავებული პარტიული აქტივისტებით და სხვა.

7 – ლოგიკურად ისმის შეკითხვა: ეს ბავშვები შემდეგ სკოლებში მიდიან და შესაბამისად, იქაც ხომ არ აპირებენ საბიუჯეტო დაფარვის გაუქმებას?

8 – ასევე ლოგიკური შეკითხვაა, ხვალ ხარჯების ზრდის კვალდაკვალ საყოველთაო დაზღევევაზეც ხომ არ იტყვის უარს, ვინაიდან სამწუხაროდ დაბერების ტენდენციის ერი ვართ, ეს თავისთავად, ბუნებრივად იწვევს ამ სეგმენტში ხარჯების ზრდას.

9 –  შეცდომაა ხარჯების ზრდის გამო საფასურის დაწესების მოთხოვნა. სწორია, პირველ რიგში დაგვანახონ და საზოგადოება დაარწმუნონ იმ პრიორიტეტების სისწორეში რომლითაც საბიუჯეტო რესურსი იხარჯება.
თორემ არ დაიზარებს ვინმე “ინტრიგანი ანტი-სახელმწიფოებრივი სოროსელი” და დაგითვლით ერთ დღეს ყველა სულელურ, ძალაუფლებით ტკბობით გაწეულ ხარჯს და შეუფარდებს 4-5 წლის ბავშვების კვების ხარჯებს და ძალიან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ბატონებო, და მგონია შეგრცხვებათ კიდეც.

იტვირთბა....