aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ვოლსკი ძალოვანი მინისტრების პარლამენტში მისვლას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წევრის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გაბრილე სალოსის ქუჩაზე ცატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი მინისტრები უნდა მიცვდნენ, რომლებმაც კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები უნგა დასცენ.  როგორც ჟურნალისტებს ვოლსკმა უთხრა, მომხდარი ფაქტი მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას არ ეხება.

„არავინ იცის და ჯერჯერობით დადასტურებით ვერავინ ამბობს, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ახმეტ ჩატაევია. ანტიტერორისტულ ბრძოლაში ჩართული ქვეყნის ინტერესია, რომ ამ მიმართულებით ერთიანი სტრატეგია იყოს და ეს საერთო ბრძოლაში მხოლოდ ეპიზოდია, რაც გვაქვს.

არ შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული განცხადებები გაკეთდეს ან დახურულ სხდომაზე, ან ღია სხდომაზე. საზოგადოებას არასწორი, ან ნაწილობრივი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს. მეგონა, რომ ოპოზიციას ამ თემის სერიოზულობა გათთვიცნობიერებული ჰქონდა, რადგან ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ ქართველ და ამერიკელ ექსპერტებს ერთობლივ მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოს. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ სჯობს, პოლიტიკური სპეკულაციების ფორმატს დაუბრუნდნენ“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, მინისტრების მოსმენა რა ფორმატში უნდა წარიმართოს.  ძალოვანი მინისტრების მისვლას პარლამენტში უმცირესობაც ითხოვს.

21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....