aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

შს მინისტრი: „პირობას გაძლევთ, ის პოლიციელი უმკაცრესად აგებს პასუხს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თუ დადასტურდა, რასაც გიორგი გასვიანი ამბობს, პირობას გაძლევთ, ის პოლიციელი უმკაცრესად აგებს პასუხს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

„თუ დადასტურდა ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს, უმკაცრესად აგებს პასუხს ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა. ამის პირობას გაძლევთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა, მას ფიზიკურად პოლიციელი გაუსწორდა, რომელიც ორ პირთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....