ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს”

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა ირმა ჭკადუასა და მოსამართლეს შორის ამ წუთებში აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხზე კამათია:

„თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს. თქვენ თქვით სწორედ წინა პროცესზე – მაჯა კარგი აქვს, წნევა კარგი აქვს და შემდეგ ასეთი ადამიანი მოხვდა ჩაფიძის კლინიკაში”, – მიმართა მოსამართლეს ჭკადუამ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე წინა სასამართლო პროცესიდან ჩაფიძის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს. როგორც მისმა ექიმმა განაცხადა, აბესაძემ გონება დაკარგა და მას ტკივილი გულის არეში აღენიშნებოდა.
“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საჭიროებს მეთვალყურეობას”, -განაცხადა ექიმმა.

როგორც პროკურორმა წინა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან.

საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადა, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც წარადგინა.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.

იტვირთბა....