aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემ ნებისმიერ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, მეორედ მოსვლამდე, სანამ ცოცხალი ვარ და გარდაცვალების შემდეგ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს გადაცემა “კვირის ინტერვიუში” კითხვა დაუსვეს – მიიჩნევს თუ არა ის თავს პატრიარქის მიმართვის ადრესატად, სადაც ილია მეორემ სასულიერო პირებს, პოლიტიკური განცხადებებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მეუფე პეტრეს თქმით, ეს მიმართვა ნებისმიერმა სასულიერო პირმა შეიძლება საკუთარ თავზე მიიღოს და გამონაკლისი არც ისაა. “ზოგადად, შეიძლება, ნებისმიერმა სასულიერო პირმა ნაწილობრივ, გარკვეული დოზით, თავი ჩათვალოს პატრიარქის მიმართვის ადრესატად და მათ შორის, გამონაკლისი არც მე ვარ, რომ ამ მიმართვას პრევენციულად არ შევხედო. მე ჩემი ნებისმიერი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ დროში, მეორედ მოსვლამდე, სანამ ცოცხალი ვარ და გარდაცვალების შემდეგ. ეკლესიის ამბიონიდან, თუ კათედრიდან გაჟღერებულ ნებისმიერ განცხადებას ბუნებრივია, პასუხისმგებლობით ვეკიდები. პატრიარქის განცხადება ძალიან დიდი პატივისცემით მივიღე. თუ ვიმსჯელებთ პრინციპით – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, არის ძალიან კარგი, იმედია, თავის ნაყოფს გამოიღებს და რა თქმა უნდა, შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ მღვდელმთავრებსა და მოძღვრებს მიმართა თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან.

იტვირთბა....