aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აქციაზე დაკავებული კოტე იოსელიანი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი თბილისის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება დაკავებულმა კოტე იოსელიანმა  „კურიერის“ პირდაპირ ეთერში, სატელეფონო ჩართვისას  გააკეთა.

მისი თქმით, პოლიციამ ის ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, ჯერ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, შემდეგ კი მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.  იოსელიანი ამბობს, რომ მისთვის დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ და ველოდები მათ განმარტებებს.

„ახლა ვარ ქალაქის სამმართველოში, დიღომში, არ ვიცი რას მედავებიან, აქციაზე წრე დამარტყეს და ჭიდაობის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში. ჯერ გადამიყვანეს თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, ახლა მოვედით მთავარ სამმართველოში. არ ვიცი რას მედავებიან, ალბათ იმას, რაც ხდებოდა ქალაქის საკრებულოს წინ, როდესაც დეპუტატებს არ უშვებდნენ საკრებულოს შენობაში. პოლიციამ დაიწყო ძალადობა, მოქალაქეების წინაშე, კერძოდ ჩვენი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში. ამ ძალადობის დროს იყო ძალიან უხეში დამოკიდებულება თინა ბოკუჩავას მიმართ, რომელიც არის ჩემი მეუღლე და რა თქმა უნდა გამოვესარჩლე და ვცდილობდი რომ პოლიციელები მომეშორებინა მისგან და ალბათ ამ ფაქტმა გაანაწყენათ,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება. დილით, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საკრებულოში პოლიციამ არ შეუშვა. რატიანი განმარტავს, რომ სამართალდამცველები უკანონო ბრძანებას ასრულებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა “თბილისი გადაიფორმოს”.

ამასთან, დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ. საკრებულოს სხდომა  რამდენიმე წუთის წინ  დაიწყო.

საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.

წყარო: “რუსთავი 2”.

იტვირთბა....