ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვს

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტრის და ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე კიევის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. თუმცა მიკროავტობუსი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება ამ დრომდე მის საცხოვრებელ კორპუსთან დგას და ადგილიდან ვერ იძვრება, რადგანაც მის მომხრეებს ტერიტორია ალყაში აქვთ მოქცეული და სამართალდამცავებს მისი გადაყვანის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მანქანა, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება ტერიტორიას ვერ ტოვებს, რადგანაც ის ალყაში მის მომხრეებს ჰყავს მოქცეული.

მუხლი, რომლითაც  მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მას, ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და იქ შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს.

 

 

იტვირთბა....