აქტუალური თემა ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როგორ ვებრძოლოთ სეზონურ გრიპს: A ტიპის H3 ვირუსი, რომელიც ბოლო დღეებში ვრცელდება (ვიდეო)

 

საქართველოში A ტიპის H3 გრიპის  ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ის რამდენიმე დღის წინ თბილისში დაფიქსირდა.  ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ვირუსული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით  ისაუბრა.

მისი განცხადებით, გართულების შემთხვევაში ამ ვირუსს სხვა გრიპების მსგავსი სიმპტომები აქვს.  ხშირ შემთხვევაში ერთდღიანი გამოვლინება აქვს, რის შემდეგაც, სამედიცინო ჩარევის გარეშე გადის ორგანიზმიდან.

ექიმის რჩევით, ამ დროს გაციებული პირი უნდა დარჩეს სახლში, ხშირად გაანიავოს შენობა და ის სველი წესით დაალაგოს. ამავდროულად, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.

https://youtu.be/-X1oIBtCJII

 

იტვირთბა....