aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაზე ისაუბრებს პარლამენტში მისული გახარია”: მინისტრის წერილი კობახიძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია 18 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოს წერილით მიმართავს და ითხოვს, რომ მისი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართოს. მინისტრის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შს მინისტრი პარლამენტარებს ინფორმაციას მიაწვდის შემდეგ საკითხებზე:
2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწეული სამუშაოების შედეგების შესახებ;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ;

2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

იტვირთბა....