aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზაზა სარალიძის განცხადებაზე შემოწმება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.

საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთო მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მას პროკურატურაში განცხადების ჩაბარების დროს, სავარაუდოდ, პროკურატურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ და ფოტოებს უღებდნენ.

„აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რათა დადგინდეს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის კანონდარღვევას ზ.ს-ს მიმართ. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ამოღებული და შესწავლილი იქნება თბილისის პროკურატურის შენობის პერიმეტრის ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი. ამასთან, მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზ.ს-ს შესთავაზა შეხვედრა გასაუბრების მიზნით, რათა საგამოძიებო უწყებამ მიიღოს მისგან სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია“, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

რამდენიმე დღის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას უთვალთვალებდნენ.

იტვირთბა....