პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მეტრონომის” კითხვას, თუ რომელი პოლიტიკური კურსი სჭირდება ქვეყანას, მემარჯვენე, თუ მემარცხენე, უპასუხა, რომ ეს ცნებები დღევანდელ მსოფლიოში არეულია.
„ამ საკითხზე, არ მიფიქრია, იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ეს ცნებები ჩაბარდა წარსულს. მე არ ვიცი ჩემს ახლობლებში, არც საქართველოში, თუ ევროპაში ადამიანი, რომელიც თავის თავს არქმევს ან მემარჯვენეს, ან მემარცხენეს. ყველას აქვს რაღაც საკითხზე ან მემარჯვენეობა, სხვა საკითხზე მემარცხენეობა და ყველაში არის ძალიან არეული დღევანდელ დღეს და ეს არის დღევანდელი მსოფლიოს საინტერესო ახალი მდგომარეობა და მიმართულება. რასაც უნდა გავყვეთ და არც უნდა გავიგოთ და საკმაოდ რთულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.