aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიცია სამშენებლო კომპანიის დირექტორს კითხავს, რომლის აშენებულ კორპუსშიც გუშინ აფეთქება მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანიის „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს. „ელ ჯგუფი“ ის კომპანიაა, რომელმაც ის საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გრძელდება ასევე მოქალაქეების გამოკითხვა. ამ დრომდე მიმდინარეობს ასევე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლების გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....