ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგიას შეიყვანს 

5 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგიას შეიყვანენ და გამათბობლებს მიიტანენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, ელისო კილაძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, შვილმკვდარი მამების აქციაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ხვალიდან რუსთაველზე ,შვილმოკლული მამების აქციაზე,კარვებში დენს შეიყვანენ და გამათბობლებსაც მიიტანენ !თბილისის მერის…

Gepostet von ელისო კილაძე am Dienstag, 4. Dezember 2018

ინფორმაციას თბილისის მერი კახი კალაძეც ადასტურებს.

“იქ შუქი იყო, უბრალოდ თვითნებურად, კუსტარულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შეიძლება, პრობლემა წარმოქმნილიყო და შსს-სთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ ის, რომ ელემენტარულად, ექნებათ ელექტროენერგიის წყარო, რათა ადამიანები არ დაზიანდნენ. მხოლოდ ეს იყო, მე მგონი, აქ სატრაბახო არაფერი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან რამდენიმე თვეა მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქციას მართავენ.

 

 

იტვირთბა....