aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარჯანიშვილზე 4 ჩილიმბარი თამბაქოს კანონის დარღვევისთვის დააჯარიმეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებულ ჩილიმ-ბარებში გეგმური რეიდები თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა. შემოწმებული 4 ობიექტიდან კანონდარღვევა ოთხივეში დაფიქსირდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რასაც მფლობელების დაჯარიმება მოჰყვა. მონიტორინგის ჯგუფში ამბობენ, რომ ეს პირველი რეიდი არ არის და წინა შემთხვევებში მათ ობიექტის წარმომადგენლები გააფრთხილეს.

2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

2018 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თამბაქოს მოწევა გარკვეულ ადგილებში, შესაძლოა, დასაშვები გახდეს.

იტვირთბა....