aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ინგლისურ წარწერებზე ბევრი იწვალეს“: სამართალდამცველებმა „გირჩის“ ოფისი დატოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცველებმა „გირჩის“ ოფისი დატოვეს. ისინი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებმა და აქტივისტებმა ტაშით გააცილეს.

როგორც „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველები იქცეოდნენ კორექტულად, მათ აღწერეს ქოთნები, რომლებშიც კანაფი იყო დათესილი, დალუქეს და წაიღეს.

„აღწერეს მთელი ოფისი. ძირითადი პროცედურები ჩატარდა იმ ოთახში, სადაც ის ქოთნები იყო განლაგებული, რომლებშიც კანაფია დათესილი. აღწერეს სათითაოდ, თუ როგორი წარწერა ჰქონდა, რა ზომაზე იყო კანაფი გაზრდილი. შემდეგ, ეს ყველაფერი სპეციალურ ცელოფნებში შეფუთეს, ჩაალაგეს და გაიტანეს. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, ზოგადად, კომენტარებს არ აკეთებდნენ. იქცეოდნენ ძალიან კორექტულად. არ ვიცით როგორ აპირებენ ამ ყველაფრის გაგრძელებას, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ.

ჩემი გვარი წაიკითხეს როგორც ჯაკარიძე, მე ვუთხარი, რომ ჯაფარიძე მე ვარ, მაგრამ თქვეს, რომ როგორც აწერია, ისე უნდა აღვწეროთო. ბევრი იწვალეს ინგლისურ წარწერებზე, ცოტა დრო წაიღო მათმა გაფორმებამ.

ზოგადად, არ მესმის საერთოდ, პოლიცია რატომ უნდა იყოს ამ საქმით დაკავებული და რატომ უნდა ვიხდიდეთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს, როდესაც ქვეყანაში მილიონი სხვა კრიმინალი“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, „გირჩმა“ 2016 წლის 31 დეკემბერს ოფისში კანაფი დათესა. შსს-ს ცნობით, გამოძიება  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). დღეს, „გირჩის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ის ქოთნები დალუქეს, რომლებშიც „გირჩის“ წევრებმა და მხარდამჭრებმა კანაფი დათესეს.

იტვირთბა....