aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში „დიდი ოცეულის“ ფორუმი იმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთში „დიდი ოცეულის” შეხვედრა გაიმართება.  Euro news  ცნობით, ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი ანტალიასთან ახლოს  მდებარე საკურორტო ქალაქ ბელეკში შედგება, სადაც უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ქალაქში 12 000 ჯარისკაცი და პოლიციელია  მობილიზებული.

სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, სამიტს  ჩინეთისა და  ამერიკის პრეზიდენტები დაესწრებიან. პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო ფორუმში  მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი ვერ მიიღებს,  მის ნაცვლად  „დიდი ოცეულის“ საერთაშორისო ფორუმზე საფრანგეთს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები წარმოადგენენ.

ფორუმზე ძირითად მსჯელობა ეკონომიკურ საკითხებსა და პარიზში მომხდარ ტერაქტებზე იქნება. უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მსოფლიო თანამეგობრობას ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობისკენ და სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ “ დიდი ოცეული“ ძირითადად ეკონომიკური ფორუმია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს.

 

იტვირთბა....