aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თინა ხიდაშელი: “ივანიშვილის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მაგრამ სწორი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.

“ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი… ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას…რაღაც უბედურება უნდა მოხდეს.” – თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 2015 წლის იანვარში. მერე თქვა “მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, ხელისუფლებას უზურპაცია მოხდება”.

ასე ფიქრობდა ბატონი ივანიშვილი, მე კი მგონია რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სწორია.
ის საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და შესაბამისად, პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, საჯარო სივრცეში იყოს, კითხვებს პასუხი გასცეს…

კარგი ამბავია პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება.
ერთადერთი ვისთვისაც ეს ცუდია ის არის ვინც გვამცნო ამის შესახებ. დღეს ქვეყნის პრემიერმა უკვე ღიად გვითხრა ის რაც აქამდეც ვიცოდით, რომ ის პოლიტიკაში არ არის, არაფერს ეკითხებიან საკუთარ გუნდში, ავტორიტეტი არ ყოფნის, და დღეიდან უკვე გააფორმა საკუთარი სტატუსი.

ეს კი ცალსახად ცუდი ამბავია. პრემიერია მაინც. საკუთარ გუნდში უავტორიტეტო პრემიერი, რომელსაც როგორც თავად გვითხრა საერთო ღირებულებების მქონე ზაზა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიუთითა “ყოჩები და ბელადები” არ უნდა ვეძებოთო”, – წერს სოციალურ ქსელში ხიდაშელი.

იტვირთბა....