aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

ენმ-ის აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შეჭრას ცდილობენ (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოზურგეთში დაპირისპირება გრძელდება. ენმ-ის აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შეჭრას ცდილობენ, მაგრამ პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ბესიკ ქათამაძე და დავით მჟავაძე შიმშილობის დაწყებას აპირებენ საკრებულოს თავჯდომარის მისაღებში, თუმცა, პოლიცია შენობაში არ უშვებს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” წევრების პასუხისგებაში მიცემას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ენმ-ში ამბობენ იმასაც, რომ ბესიკ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არა მარტო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ მიაყენა, არამედ მას საკრებულოს 4 წევრი დაესხა თავს.

ოპოზიციური პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს. შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

მანამდე ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

 

წყარო: imedinews.ge

იტვირთბა....