aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ეკა გიგაური: “განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდათ დაიკავოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თეა წულუკიანმა ადგილი არ უნდა დაიკავოს, რადგან მართლმსაჯულების კუთხით ბევრი ცვლილებაა ჩასატარებელი.

„მნიშვნელოვანია პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები შეირჩნენ მინისტრთა თანამდებობებზე. ცხადია საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ გადახალისებულიყო სამთავრობო გუნდი, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი რეფორმების განხორციელება. იუსტიციის სამინისტრო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი და ვთვლით, რომ განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდათ დაიკავოს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი კვირიკაშვვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

იტვირთბა....