aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სააკაშვილი მისი გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს.

„თან საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისკენ მოგვიწოდებს, თან იძახის არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას აზრი არ აქვს, ეგ არ გამოვაო. თან ერთიანობაზე საუბრობს, თან ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს „ასავალ-დასავალის“ თვითონ „ქართული ოცნების“ სტილში. თან იძახის, რომ მე თუ ქართულ ციხეში აღმოვჩნდიო, რაც მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ ივანიშვილი რეჟიმი დასრულდებაო. ესეგი, ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია, უბრალოდ მის დაჭერას ვერ აიტანს. ეს რა ლოგიკაა? მისი დამოკიდებულება ასუსტებს თანამშრომლობის შესაძლებლობას, ამაზეა საუბარი, თორემ პროდასავლური ოპოზიცია უნდა თანამშრომლობდეს, ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ეს თანამშრომლობა ვერ იქნება სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა, რაც დადასტურდა გუშინდელი მისი გამონათქვამებით,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ “განსხვავებული აქცენტების” ეთერში გაკეთებულ განცახდებაში, აღნიშნა, რომ  ნაციონალურმა მოძრაობამ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენოს.

იტვირთბა....