aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სამხედრო მოლაპარაკებები გამართეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სამხედრო მოლაპარაკებები გამართეს.

შეხვედრა პანმუნჯომის დემილიტარიზებულ ზონაში, გენერლების დონეზე შედგა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალ სირთულეებსა და გამოწვევებს ურთიერთგაგებით გაუმკლავდნენ, რომელიც დაფუძნებული იქნება კორეათა შორის სამიტზე.

დელეგაციის წევრები ასევე შეთანხმდნენ, დაიწყონ სამხედრო დაძაბულობის განსამუხტად გზების ძიება და დაგეგმონ შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე დაპირებისამებრ, აამოქმედონ ცხელი ხაზი სამხედრო უწყებათა შორის დონეზე.

იტვირთბა....