aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბერძენიშვილი: “ივანიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას სამარცხვინოდ დაასრულებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რესპუბლიკური” პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ისაუბრა.

“შებინდებამდე ბიძინა ივანიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ ოფიციალურად ჩაიბარა და შებინდებისას მას ეტყობა უკვე მოახსენეს, რომ სპეცოპერაცია დაწყებულია. ეს ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა. გახარია ივანიშვილის პირადი მინისტრია.

ივანიშვილს ჩვევია სამ-ოთხ სვლიანი კომბინაციების განხორციელება, რომელსაც დიდი ხანია ამზადებს. როდესაც ის პოლიტიკაში შემოსვლას ემზადებოდა, ის თვეობით აკვირდებოდა პროცესს, პიროვნებებს, თემებს, საკითხს. შემდეგ მოხდა თავისუფალ სივრცეებზე შეტევა. ივანიშვილის გამოხელისუფლების შემდეგ, ბევრი რამ დაუგროვდა, მისი წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილების რეალიზაციის თვალსაზრისით. შევარდა კლუბებში, მაგრამ იქ ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინა. ერთი კვირის შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენ აქ სამალავები ვიპოვეთო. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს შავბნელ ნაწილს მოეწონებოდა.

ეს “მარშისტებიც” მათვე გამოიყვანეს აქციის ორგანზატორების დასაშინებლად, რომ თუ აქცია არ დაიშლებოდა, ამ ხალხს ვერ გააჩერებდნენ. ივანიშვილმა ეს კალაძის დისკრედიტაციისთვისაც გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ კალაძე აღმოჩნდა ფუღურო და მისი პროექტები ერთი ხელის დაპარტყუნებით შეატორტმანა.

რაც შეეხება პრემიერს, რომლის გვარიც მავიწყდება.. ხო, კვირიკაშვილს, თვითდაზიანების ფანტასტიკური უნარი აქვს. მან შეკვეთა მიიღო, რომ ეთქვა, პარტიის თავმჯდომარედ არ ვარგოდა და არც არავინ არაფერს ეკითხებოდა და მანაც შეასრულა ყველაფერი. შიდასახელმწიფოებრივი ინტრიგები ივანიშვილის სტილია, თავისუფალ სივრცეებზე შეტევა და აქ მოფაშისტო ჯგუფების გამოყენება, ესეც ივანიშვილის სტილია. ცეკას იდეოლოგი ფოფხაძე, ასავალ-დასავალები და მისი გამოზრდილი ანტილიბერალი ჟურნალისტები, ესეც ბიძინას რესურსია. სამწუხარო რეალობაა. მეორე მხრივ, არის დადებითი პროცესი. ივანიშვილი აღრმავებს ნაპრალებს საკუთარ ხელისუფლებაში. მასსა და საზოგადოებას უკეთეს ნაწილს შორის დაპირისპირებას ზრდის და ის არ იქნება ორიგინალური და ისევე სამარცხვინოდ დაასრულებეს საკუთარ საქმიანობას, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკურს, როგორც მისი წინამორბედები, იქნებიან ეს სააკაშვილი თუ შევარდნაძე”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი რამოდენიმე დღის წინ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა. ის “ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

რამოდენიმე საათში კი ღამის კლუბებში სპეცოპერაცია დაიწყო. სამართალდამცავებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

იტვირთბა....