aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი სუს-ის დავალებით თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩვენ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სუს-ის და სხვა მაღალჩინოსნების დავალებით, თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს“,- ამის შესახებ ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რევაზ ხარაზმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან 2016 წლის პირველი იანვრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით გაცემული პრემიების, ხელფასების, დანამატებისა და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა სრული დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

„დოკუმენტი, რომელიც ახლა ხელთ მაქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა, იგი საკმარისი არ არის, ჩვენ უშუალოდ მივლინებებზე, ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით, მაგრამ სამწუხაროდ, უნივერსიტეტის რექტორმა, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელმა ინფორმაცია დამალა. მხოლოდ ორი ფარატინა ფურცელი გადმოგვიგზავნა, სადაც მილიონობით ლარია ასახული, თუმცა კონკრეტიზაცია არ ჩანს. მოვითხოვთ დოკუმენტის გასაჯაროებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ლეგიტიმურ შეკითხვებს გაურბის, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს. ეჭვი გვაქვს, რომ უნივერსიტეტის რექტორი სუს-ის და სხვა მაღალჩინოსნების დავალებით, თავის ნათესავებზე, ახლობლებსა და მეგობრებზე თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, სხვადასხვა მივლინებასა და ღონისძიებებზე“, – განაცხადა ხარაზმა.

იტვირთბა....