aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მოსმენა და დაკითხვის პროცედურები უნდა გაგრძელდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, რომელიც გუშინ დაიწყო, სავარაუდოდ, დღეს განახლდება. გუშინ ის გამოძიების კითხვებს ე.წ. მატროსოვის ციხეში, 8 საათის განმავლობაში პასუხობდა. დაკითხვის დასრულების შემდეგ,  საქმის პროკურორმა,  ჯარჯი წიკლაურმა მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიებას დაკითხვის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა:

“დადებითად ვაფასებთ, რომ ბრალდებულმა გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. ჩვენს ინტერესებშია გამოძიების ობიექტური და სრულყოფილი ჩატარება. არსებობს ბევრი კითხვა და დღეისთვის ვერ მოხერხდა ამ კითხვების დასმა. კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც  სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მოსმენა და დაკითხვის პროცედურები უნდა გაგრძელდეს, დღეისთვის რაიმე შეფასების გაკეთება არასერიოზულია. პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება ბრალდებულის დაკითხვა. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ეს შეიძლება იყოს ზეგ”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, გარკვეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ოჯახისწევრთა უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს. ამის შესახებ განცხადება, დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარემ გააკეთა.

 

იტვირთბა....